Thursday, December 10, 2009

Hard Rock Cafe Worlodwide (Love All, Serve All)


პირველი Hard Rock Cafe 1971 ლონდონში გამოჩნდა, რომელიც ორმა ამერიკელმა, მუსიკაზე შეყვარებულმა მეგობარმა, პიტერ მორტონმა და ისააკ ტიგრეტმა დააფუძვნა. Hard Rock Cafe წარმოადგენს დაახლოებით 140 რესტორნის ქსელს, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაშია განთავსებული. გახსნიდან სულ მალე, დამკვიდრდა ტრადიცია, რაც მიზნად ისახავდა როკის სახელგანქმული ვარსკვლავების მიერ გამოყენებულინივთების შეგროვებას და რესტორანში გამოფენას. ყველაპერი კი ასე დაიწყო...
1971 წელს, ლონდონში ყოფნისას, რესტორანს ეწვია კლასიკური გიტარის მეფე, ერიკ კლაპონი. მას მოეწონა ამერიკულად სადილი და ლონდონში ყოფნისას ყოველდღიურად სტუმრობდა HARD ROCK CAFE-ს. რესტორანი განლაგებული იყო ძალიან ძველ შენობაში, რომელიც მანამდე როლს-როისის წარმომადგენლობისთვის გამოიყენებოდა (The Rolls-Royce dealership).
მუსიკოსი დაუმეგობრდა მეპატრონეებს და სთხოვა მათ, ერთი მაგიდა მისთვის მუდმივად ყოფილიყო დაჯავშნილი და დაედოთ მასზე რაიმე ნივთი, რომლის დანახვისთანავე ყველა მიმხვდარიყო, რომ მაგიდა ერიკ კლაპტონისათვის იყო დაკავებული. მეგობრებმა კი მას შესთავაზეს მაგდაზე მისი კუთვნილი გიტარა დაედოთ. კლაპტონს ჩაეცინა და გაუწოდა მათ გიტარა. მას შემდეგ ერიკ კლაპტონის გიტარა კედელზეა განთავსებული (ახლახანს იგი ლონდონის HARD ROCK-ის მუზეუმში გადაიტანეს), რომელსაც მოგვიანებით უამრავი ნივთი შეემატა. დღესდღეობით HARD ROCK CAFE-ს განკარგულებაში 70000-მდე ნივთი და აქსესუარია, მათ შორის გიტარები, პიანინოები, დასარტყამი ინსტრუმენტები, მიკროფონები, აკორდეონები მაისურები საცვლები, წიგნები, ხელთათმანები, წინდები, ყელსაბამები, ხელნაწერი ლექსები, მანქანები, მოტოციკლები, სანთებლები და მრავალი სხვა.
საჩუქრები გადანაწილებულია მსოფლიოს 40 ქვეყნის 140 HARD ROCK-ის რესტორნებს, კაზინოებს, სასტუმროებსა და მუზეუმებში.




ლინკები

Wednesday, December 9, 2009

About Hard Rock



მძიმე როკი არის როკ-ნ-როლის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც თავის უახლოეს სათავეს 1960-იანი წლების ფსიქოდელიურ როკსა და ბლუზ როკში ჰპოვებს. მისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ინსტრუმენტებია: ელეტქრო გიტარა, ბას გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტები. მძიმე როკი ხშირად გამოიყენება, როგორც საერთო სახელი შემდეგი მუსიკალური მიმდინარეობისთვის: პანკი, გრანჯი, ალტერნატიული როკი და ჰევი ჰევი მეტალი, რათა განვასხვავოთ ისინი უფრო მსუბუქი პოპ როკისგან.
1960–იან წლებში, როკ მუსიკა შეერია ფოლკლორს და და გარდაიქმნა ფოლკ როკად, ბლუზთან შერწყმით ჩამოყალიბდა ბლუზ როკი, ჯაზთან კი – ჯაზ როკი (ჯაზისა და როკის შენადნობი, fusion) და ფსიქოდელიური როკი. 1970–იან წლებში როკმა გააერთიანა სოული, ფანქი (funk) და ლათინური მუსიკა. ასევე 1970–იან წლებში როკი განვითარდა უამრავ სუბჟანრად, როგორიცაა სოფთ როკი, მძიმე მეტალი, მძიმე როკი, პროგრესული როკი და პანკ როკი. როკის სუბჟანრები, რომლებმაც თავი იჩინეს 1980–იან წლებში, მოიცავდნენ სინტპოპს, ჰარდქოურ პანკს და ალტერნატიულ როკს. 1990–იან წლებში წარმოშობილი როკის სუბჟანრები აერთიანებდნენ გრანჯს (grunge) (ბრიტანულ სლენგზე ნიშნავს ჭუჭყიანს), ბრიტპოპს, ინდი როკს და ნუ მეტალს (nu metal)

რედ ჰოთ ჩილი პეპერსი


"რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი" არის კალიფორნიული როკ ჯგუფი, რომლის მუსიკაც შეიცავს როკის, ფანკის, პანკის,ჯაზი, მეტალის და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს.მათ გაყიდული აქვთ დაახლოვებით 50 000 000 დისკი.სოლო-გიტარისტი, ჯონ ფრუშიანტე არის ჰარდ-როკის, პანკ-როკის... საუკეთესო ტრადიციების მატარებელი მუსიკოსი. მის მუსიკაში ადვილი ამოსაცნობია ჯიმი ჰენდრიქსი, ფრენკ ზაპა და სხვა უდიდესი გიტარისტები. ეს ყველაფერი შესრულების არაჩვეულებრივად ზუსტი და დახვეწილი მანერით. ჩად სმიტის დრამი კი არის ზუსტად ის, რაც ჭირდება ამ გენიალურ ჯგუფს: თავბრუდამხვევი რითმები, ძლიერი დარტყმა და უნაკლო შესრულება.

ნირვანა



ნირვანა იყო ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც დაარსდა ვაშინგტონში. 1991 წელს, სინგლის "Smells Like Teen Spirit"-ის წყალობით, ალბომიდან "Nevermind", ჯგუფმა მეინსტრიმში შეაღწია და ყველაფერთან ერთად, პოპულარული გახადა ,,ალტერნატიული როკის,, ერთ-ერთი ქვე-ჯანრი - გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა, როგორიცაა "ელის ინ ჩენსი", "პერლ ჯემი" და "საუნდგარდენი" ასევე მოიპოვეს პოლულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.

Aerosmith



(Aerosmith) - მას ხშირად ”ამერიკის უდიდეს როკ-ენ-როლ ჯგუფს” უწოდებენ.ჯგუფის სამი წევრი - სტივენ ტაილერი, ჯო პერი და ტომ ჰამილტონი ერთმანეთს სანაპიში, 1960-იანი წლების ბოლოს შეხვდნენ, მაგრამ ჯგუფი არ ჩამოუყალიბებიათ. (ტაილერი ნიუ იორკიდან) იყო, (პერი მასაჩუსეტიდან), ხოლო (ჰამილტონი ნიუ ლონდონიდან) იყო. 1970 წელს სამეულმა ჯგუფის შექმნა გადაწვიტა და იფიქრეს, რომ (მასაჩუსეტსი) ამისთვის იდეალური ადგილი იქნებოდა.

AC/DC



AC/DC (ინგლ. შემოკლება alternating current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი) — ავსტრალიური როკ-ჯგუფი.ჯგუფი 1973 წელს დაარსდა (ავსტრალია-სიდნეიში). ჯგუფს გაყიდული ალბომების რეკორდული რაოდენობა აქვს: საერთო რაოდენობა 150 მილიონს აღემატება, მათ შორის ყველაზე წარმატებული ალბომი "Back in Black" 63 მილიონი ასლი გაიყიდა მთლიანად მსოფლიოში.ჯგუფის ისტორიაში ორი ვოკალისტი იყო, ამიტომ მას ჰყოფენ "ბონ სკოტის ერად" (1974-1980) და "ბრაიან ჯონსონის ერად" (1980-დან დღემდე).მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი ჰარდ-როკის ერთ-ერთი დამფუძნებელია, და მრავალთა აზრით სერიოზული გავლენა მოახდინა ჰევი-მეტალზე, თვით ეს მუსიკოსები საკუთარ თავს როკენროლის კატეგორიას მიაკუთვნებენ. მათ მუსიკას საფუძვლად რიტმ-ენდ-ბლუზი უდევს.

System of a down


System of a down არის ამერიკული როკ ჯგუფი. გასაოცარია, რომ ჯგუფის ყველა წევრი წარმოშობით სომხეთიდანაა, მაგრამ შავო ოდაჯიანის გარდა არავინ დაბადებულა თავის ისტორიულ ქვეყანაში. შავოს მშობლები კი დიდი ხნის წინ გადავიდნენ ამერიკაში სამუდამოდ საცხოვრებლად. სერჟ ტანკიანი და ჯონ დოლმაიანი კი საერთოდ, ლიბანში დაიბადნენ. მხოლოდ დარონ მალაკიანის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი ამერიკაში უნდა დაბადებულიყო.

Linkin Park



Linkin Park ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელთა მუსიკა მიეკუთვნება Crossover ან Nu Metal მიმდინარეობას. ის დაარსდა 1996 წელს ლოს-ანჯელესში. ბენინგტონი შეუერთდა ჯგუფს და შეცვალა სახელი"Hybrid Theory".საბოლოოდ კი დაერცა ლინკინ პარკი. 2003 წელს ,,მეტალიკას,, საზაფხულო ტურნეს შეუერთდნენ, ხოლო ტურნეს დასრულების შემდეგ გამოუშვეს სინგლი "Numb"

Metallica



ჯგუფის შემადგენლობა პირველად ასეთი იყო: ჯეიმს ჰეტფილდი (რიტმული გიტარა,ვოკალი), ლარს ულრიხი (დრამი), რონ მაქგოვნეი (ბასგიტარა). ჩაიწერა პირველი სიმღერა ”Hit The Lights” რონის გარაჟში. დაემატა დეივ მუსტეინი. მაგრამ რონი და დეივი მალე წავიდნენ ჯგუფიდან და მათი ადგილი დაიკავეს კირკ ჰამეტიმ (მთავარი გიტარა) და კლიფ ბურტონიმ (ბასგიტარა). მეტალიკის პირველი ალბომი არის Kill'EM All, რომელიც ჩაიერა 1981 წელს. მას 1984-ში მოჰყვა Ride the Lightning და 1986-ში Master Of Puppets ამავე წელს დაიღუპა კლიფი. ავტოავარიის მიზეზი ავტობუსის გაუმართაობა გახდა, შემდეგ როგორც ჯეიმსმა განაცხადა, მათ არ ჰქონდათ იმედი საშუალება, რომ ნორმალური ავტობუსი დაექირავებინათ ჯგუფმა ტურნე არ შეწყვიტა და ჯგუფს მალე დაემატა ახალი წევრი, ჯეისონ ნიუსტედი (ბასგიტარა).1988 წელს ჩაწერა პირველი სტუდიური ალბომი And Justice For All. მას მოჰყვა 1991 წელს Black Album ოგივე Metallica. გადაღებული იქნა პირველი კლიპი One 1988 წელს. 1996-ში ჩაიწერა [[Load (ალბომი)Load. მას მოჰყვა 1997-ში Reload და 1998 წელს Garage Inc, რომელიც 2 დისკადაა გამოცემული. 2001 წელს დატოვა ჯეისონმა.ჯეიმსი 1 წლით წასული იყო ჯგუფიდან. 2003 წელს ჩაიწერა ალბომი St.anger. მალე ჯგუფში მოვიდა ბას გიტარისტი რობერტ ჯილიო. 2008 წელს კი გამოვიდა ახალი ალბომი DEATH MAGNETIK.