Wednesday, December 9, 2009

AC/DC



AC/DC (ინგლ. შემოკლება alternating current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი) — ავსტრალიური როკ-ჯგუფი.ჯგუფი 1973 წელს დაარსდა (ავსტრალია-სიდნეიში). ჯგუფს გაყიდული ალბომების რეკორდული რაოდენობა აქვს: საერთო რაოდენობა 150 მილიონს აღემატება, მათ შორის ყველაზე წარმატებული ალბომი "Back in Black" 63 მილიონი ასლი გაიყიდა მთლიანად მსოფლიოში.ჯგუფის ისტორიაში ორი ვოკალისტი იყო, ამიტომ მას ჰყოფენ "ბონ სკოტის ერად" (1974-1980) და "ბრაიან ჯონსონის ერად" (1980-დან დღემდე).მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი ჰარდ-როკის ერთ-ერთი დამფუძნებელია, და მრავალთა აზრით სერიოზული გავლენა მოახდინა ჰევი-მეტალზე, თვით ეს მუსიკოსები საკუთარ თავს როკენროლის კატეგორიას მიაკუთვნებენ. მათ მუსიკას საფუძვლად რიტმ-ენდ-ბლუზი უდევს.

No comments:

Post a Comment