Thursday, December 10, 2009

Hard Rock Cafe Worlodwide (Love All, Serve All)


პირველი Hard Rock Cafe 1971 ლონდონში გამოჩნდა, რომელიც ორმა ამერიკელმა, მუსიკაზე შეყვარებულმა მეგობარმა, პიტერ მორტონმა და ისააკ ტიგრეტმა დააფუძვნა. Hard Rock Cafe წარმოადგენს დაახლოებით 140 რესტორნის ქსელს, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაშია განთავსებული. გახსნიდან სულ მალე, დამკვიდრდა ტრადიცია, რაც მიზნად ისახავდა როკის სახელგანქმული ვარსკვლავების მიერ გამოყენებულინივთების შეგროვებას და რესტორანში გამოფენას. ყველაპერი კი ასე დაიწყო...
1971 წელს, ლონდონში ყოფნისას, რესტორანს ეწვია კლასიკური გიტარის მეფე, ერიკ კლაპონი. მას მოეწონა ამერიკულად სადილი და ლონდონში ყოფნისას ყოველდღიურად სტუმრობდა HARD ROCK CAFE-ს. რესტორანი განლაგებული იყო ძალიან ძველ შენობაში, რომელიც მანამდე როლს-როისის წარმომადგენლობისთვის გამოიყენებოდა (The Rolls-Royce dealership).
მუსიკოსი დაუმეგობრდა მეპატრონეებს და სთხოვა მათ, ერთი მაგიდა მისთვის მუდმივად ყოფილიყო დაჯავშნილი და დაედოთ მასზე რაიმე ნივთი, რომლის დანახვისთანავე ყველა მიმხვდარიყო, რომ მაგიდა ერიკ კლაპტონისათვის იყო დაკავებული. მეგობრებმა კი მას შესთავაზეს მაგდაზე მისი კუთვნილი გიტარა დაედოთ. კლაპტონს ჩაეცინა და გაუწოდა მათ გიტარა. მას შემდეგ ერიკ კლაპტონის გიტარა კედელზეა განთავსებული (ახლახანს იგი ლონდონის HARD ROCK-ის მუზეუმში გადაიტანეს), რომელსაც მოგვიანებით უამრავი ნივთი შეემატა. დღესდღეობით HARD ROCK CAFE-ს განკარგულებაში 70000-მდე ნივთი და აქსესუარია, მათ შორის გიტარები, პიანინოები, დასარტყამი ინსტრუმენტები, მიკროფონები, აკორდეონები მაისურები საცვლები, წიგნები, ხელთათმანები, წინდები, ყელსაბამები, ხელნაწერი ლექსები, მანქანები, მოტოციკლები, სანთებლები და მრავალი სხვა.
საჩუქრები გადანაწილებულია მსოფლიოს 40 ქვეყნის 140 HARD ROCK-ის რესტორნებს, კაზინოებს, სასტუმროებსა და მუზეუმებში.




ლინკები

No comments:

Post a Comment